შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ქუთაისი 2010” “დელტა”-87-89
21.04.2019
უკან დაბრუნება
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მე-18 ტურს ქუთაისის მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა ,სადაც “ქუთაისი 2010” “დელტას” დაუხვდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 47-37 დასრულდა.ხოლო მეორე ტაიმში დელტამ გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ შეხვედრა 2 ქულის სხვაობით – 89-87 დაამარცხა მასპინძელი გუნდი. . არც ერთი გუნდისთვის ამ მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონია. ქუთაისელებმა პირველობა შეინარჩუნეს ხოლო “დელტამ” კი რეგულარული მე-3 ადგილით დაასრულა.მომდევნო შეხვედრას ქუთაისი2010 23 აპრილს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალის განმეორებით მატჩში თბილისში შსს აკადემია ტიტებთან გამართავს .გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი თასის ფინალში გავა,ხოლო თუ შეხვედრა ტიტებმა მოიგეს გადამწყვეტი თამაში ქუთაისში 25 აპრილს გაიმართება.სუპერლიგის მე-18 ტურის დარჩენილი 3 მატჩი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.