შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტორპედო-ბორჯომის ბორჯომი -4:0
18.04.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალში გორის ქართლის სტადიონზე ბორჯომის ბორჯომი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა, შეხვედრა ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის პირველი ტაიმი ტორპედოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ბორჯომმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მატჩი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, ტორპედოელთაგან 2 გოლი რიჩარდ ლუკამ ხოლო თითო თორნიკე კაპანაძემ და მათე ცინცაძემ გაიტანეს. 1/8 ის მონაწილე გუნდების კენჭისყრა უახლოეს მომალში გაირკვევა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რიგით მე-9 ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისში მიხეილ მესხზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.შეხვედრა 21აპრილს ჩატარდება.