შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა
11.01.2016
უკან დაბრუნება
ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. თემურ ცამციშვილის მტკიცებით ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი სეკვესტრირებულია. 16 მილიონ ნახევარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მილიონ ნახევარი ლარი კი განათლების სფეროს მოაკლდა. გირჩის ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ რომ სანაცვლოდ მერია იზრდის დაფინანსებას და გაბერილ შტატებს კიდევ 4 ახალი ადგილი ემატება. მათი თქმით 2016 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტები ქუთაისის განვითარებას შეაფერხებს. გირჩის ბრალდებებს ქუთაისის ვიცე მერი კოტე ქავთარაძე აფსურდულს უწოდებს.