შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ოქროს ჩარდახის ყოფილი დირექტორი ემზარ ჯინჭარაძე გარდაიცვალა
17.04.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის ყოფილი დირექტორი ემზარ ჯინჭარაძე გარდაიცვალა. სწორედ ემზარ ჯინჭარაძის სახელს უკავშირდება ოქროს ჩარდახის გადარჩენა და მისი იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი. მეგობრებისა და რიგითი მოქალაეების თქმით,ემზარმა მომავალ თაობებს შემოუნახა დიდი ისტორია,რომელიც არაერთხელ იყო განადგურების პირას ,დიდი ენთუზიაზმითა და საკუთარი ძალებით დღემდე უვლიდა და პატრონობდა ოქროს ჩარდახს.თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ სიცოცლის ბოლომდე უგვირგვინო მეფედ დარჩა. შეგახსენებთ, ემზარ ჯინჭარაძე გუშინ გარდაიცვალა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება სახელდება.