შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველ მაისამდე მოქალაქეები როგორც პირადობის მოწმობას, ასევე ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ
05.04.2019
უკან დაბრუნება
1 აპრილიდან ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების აქცია დაიწყო. პირველ მაისამდე მოქალაქეები როგორც პირადობის მოწმობას, ასევე ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ. ეს ეხება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან.