შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტალური მატჩი სამტრედიაში შედგა
05.04.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტალური მატჩი სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე“ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის შედგა მიუხედავად იმისა, რომ თამაში სხვა ქალაქში გაიმართა, გულშემატკვრის ნაკლებობას ეს თამაში ნამდვილად არ უჩიოდა. არც სანახაობრივი ეპიზოდების სიმცირეს, მაგრამ ერთადერთი, რაც ქართულ დერბს დააკლდა, გოლები იყო. გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა მეორე ნახევარი. საბოლოოდ, დუელში გამარჯვებულები მეკარეები გამოვიდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს პირველი ფრე იყო მიმდინარე სეზონში, როგორც „დინამოსთვის“, ისე „ტორპედოსთვის“, რომლებიც 10-10 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ მეშვიდე ტურის შეხვედრას ტორპედო გორში, 7 აპრილს დილასთან გამართავს