შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ასათიანის ქუჩის მოსახლეობას უხვი ნალექის დროს დატბორვა აღარ ემუქრება
04.04.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ასათიანის ქუჩის მოსახლეობას უხვი ნალექის დროს დატბორვა აღარ ემუქრება. სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას აქ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სტოუნი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 მლ 485 ათას ლარს შეადგენს. სანუშაოების დასრულების ვადა 20აპრილამდეა. ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგებაზე პასუხისმგებელი თურქული კომპანიაა, რომელიც ქალაქში წყალმომარაგების სისტემის გამართვაზე მუშაობს. სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება, თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ასათიანის ქუჩის სამუშაოები წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით 2015 წელს დაიწყო. სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანია SMK არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი. კომპანია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად წვიმიან ამინდებს ასახელებდა.