შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 124 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
03.04.2019
უკან დაბრუნება
ვანის მუნიციპალიტეტში ტიციან ტაბიძის 124 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ–მუზეუმში ლიტერატურულ–მუსიკალური პერფომანსი ,,მე დავიბადე აპრილის თვეში“ იყო წარმოდგენილი. ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა კოლექტივმა ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და მწერლის შემოქმედება გააცოცხლა და სტუმრებს საინტერესო სანახაობა შესთავაზა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,ტიციანობა“ ვანის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ამ დღეს სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან