შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადვოკატი ივანე ლომიძე ქუთაისის პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს მისი დაცვის მყოფი პირის გიორგი ლოლოშვილის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
30.03.2019
უკან დაბრუნება
ადვოკატი ივანე ლომიძე ქუთაისის პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს მისი დაცვის მყოფი პირის გიორგი ლოლოშვილის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, ლოლოშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სრულიად უსამართლოდ შეუფარდა.. გიორგი ლოლოშვილი საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაციის ქუთაისის ფილიალში სამი წელია მკუნალობს. –ადვოკატის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის დ–ე ქვეპუნქტი შეუფარდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების არაერთხელ მიღებას ითვალისწინებს. , ადვოკატი აცხადებს, რომ მან სასამართლოს შუამდომლობით მიმართა რათა მისის დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის თავისუფლების აღკვეთა 15 000 ლარის გირაოთი შეეცვლათ დოკუმენტი წარმოებაშიც კი არ მიიღეს. ადვოკატმა საქმით დაინტერესებისკენ დღეს მთავარ პროკურორს მიმართა.