შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრები გაიმართა
30.03.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. .აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში შერვაშიძის ქუჩაზე დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება. წყალტუბოში კი ჯამში, 560 ბინიანი 8 კორპუსი შენდება. დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება.