შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებლური ეკლესია დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას ხსენებას აღნიშნავს
30.03.2019
უკან დაბრუნება
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას ხსენებას აღნიშნავს. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში დაიბადა. 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ა აირჩიეს. კათოლიკოსი ამბროსი 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა . 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.წმინდანად შერაცხა .