შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სამტრედიაში
05.01.2016
უკან დაბრუნება
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას სამტრედიაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გაეცნენ.იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების სრული კოორდინაციით ხორციელდება.~