შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია“ თეთრ-ხიდზე გაკრული სტიკერების გამო არ დააჯარიმა
27.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია“ თეთრ-ხიდზე გაკრული სტიკერების გამო არ დააჯარიმა, გადაწყვეტილება ამის თაობაზე მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ დღეს გამოიტანა. ქუთაისის მერიის მიერ შედგენილი ადმისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მოსარჩელე მხარე ორგანიზაციის ,,ევროპა ჩვენი სახლია“ 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. სასამართლომ გამაფრთხილებელი ნიშნების გაკვრა ხიდზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ მიიჩნია და მოპასუხე მხარე გაამრთლა. ქუთაისის მერიას განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 10 დღის ვადაში შეუძლია.