შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გასწვრივ, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
27.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გასწვრივ, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელიც. ქუთაისის მერიის, კეთიმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ქუჩის რებილიტაციისთვის 103 000 ლარია გამოყოფილი. პარალელურად, დილიდან ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო გ. ტაბიძის ქუჩაზე, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306.69 ლარია გამოყოფილი. ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტა ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებითაა შესაძლებელი. სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს.