შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შავლეგო ტაბატაძის პირველი მოადგილის თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა
26.03.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის შავლეგო ტაბატაძის პირველი მოადგილის თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა. იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კურირებას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები. ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.