შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჯავახიშვილი შეხვდა
26.03.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში , საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს, იუსტიციის სამინისტროს ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის ,,აფხაზეთის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ლადო ჯავახიშვილი კონკურსში გამარჯვებულ გოჩა კვარაცხელიას სახელოსნოში ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მის მცირე ბიზნესსაქმიანობას. ანალოგიური შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკვე ჩატარდა. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს, ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისთვის, 2013 წლიდან ახორციელებს და მომავალშიც გაგრძელდება.