შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, მიმდინარე წლის 26 მარტიდან ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
26.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, მიმდინარე წლის 26 მარტიდან ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულებამდე, ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტება ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს.