შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან ბრიფინგი გამართეს
24.03.2019
უკან დაბრუნება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან ბრიფინგი გამართეს. მათ ქალაქში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომაროება გააპროტესტეს და ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და პარალელურად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებლობის საკითხზე სკეპტიკური განწყობა გამოხატეს.მათი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობის ტემპები ვერ მოდის შესაბამისობაში ვერც გაცემულ დაპირებებთან და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოლოდინებთან.