შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებისგან
24.03.2019
უკან დაბრუნება
საქართველოში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების -წითელას ეპიდემიოლოგიური აფეთქება ჯერ კიდევ ზამთრის სეზონიდან დაიწყო და დღემდე აქტუალურ თემად რჩება.წლის დასაწყისიდან 374 შემთხვევა დაფიქსირდა,აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში,სამეგრელოში,თბილიში,იმერეთში,გურიასა და ქვემო ქართლში.ამ დროისთვის წითელათი დაინფიცირებული 57 % 14 წლამდე ასაკის ბავშვია,40% კი 15დან 40 წლამდე პირი.დაავადებისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებად წითელას ვაქცინაცია განიხილება.როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებისგან და რა ახალი რეგულაციები ტარდება ქვეყანაში ,აღნიშნულ საკითხზე დღის ამბების დაგამღებ ჯგუფს პედიატრი და ინფექციონისტი ესაუბრა.