შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისელმა ლიზი კილაძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
22.03.2019
უკან დაბრუნება
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში,რომელშიც მონაწილობას ქართველებიც იღებდნენ.მესამე ადგილი ქუთაისელმა ლიზი კილაძემ 214.3 ქულით მოიპოვა. თურქი სევაი იაიდა ტარჰანი ევროპის ჩემპიონი 237.1 ქულით გახდა. ვერცხლის მედალი რუსმა ნადეჟდა კოლოდამ 235.6 ქულით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლიზი კილაძის ბრინჯაო, ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს დელეგაციისთვის პირველი მედალია.