შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური ქუთაისში რამაზ შენგელიას სახ. ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა
11.03.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური ქუთაისში რამაზ შენგელიას სახ. ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნა. კახა ჩხეტიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე თბილისის ლოკომოტივი მიიღო და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ მესამე ტურის მატჩი ტორპედომ ანგარიშით 0:2 დათმო. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებს 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. შეხვედრა ტორპედოს უპირატესობით მიმდინარეობდა თუმცა ანგარიში სტუმრებმა 75-ე წუთზე თეიმურაზ შონიას მიერ გატანილი გოლით გახსნეს, ხოლო ორამდე უპირატესობა ლუკა კიკაბიძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაზარდა.მომდევნო შეხვედრას ტორპედო 15 მარტს საბურთალოსთან თბილისში გამართავს სინქრონი-ლაშა ჭაღიაშვილი ლოკომოტივის მთ.მწვრთნელი.