შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქუთაისში მხიარული სტარტები ჩატარდა
07.03.2019
უკან დაბრუნება
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ქუთაისში მხიარული სტარტები ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის მე-15, 21-ე, 33-ე და მე-40 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 5 წელია, რაც იმართება და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ფინალში მონაწილე ბავშვებმა თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს გამარჯვებული მე-40 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.