შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,, ხელისუფლება ხალხის ქონებას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით უსამართლოდ ასხვისებს“
07.03.2019
უკან დაბრუნება
,, ხელისუფლება ხალხის ქონებას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით უსამართლოდ ასხვისებს“ ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შუშანიამ ამჯერად ქუთაისში "საქართველოს კულტურის პალატისთვის " ყოფილი ქარხნის - 2104 კვ.მ ფართობის შენობის და 6 420 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის გადაცემა გააპროტესტა. როგორც გიგა შუშანიამ განმარტა, ხელისუფლება კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილისთვის ობიექტის უსასყიდლოდ გადაცემით, მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს ,რადგან ოქიტაშვილი მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელია. საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას მივმართეთ, როგორც მერიის პრესისსამსახურში ზეპირსიტყვიერ კომენტარში განაცხადეს, შენობა კულტურის პალატას დროებით სარგებლობაში გადაეცა, იმისტის რომ ეს ადგილი კიდევ უფრო სტრატეგიული გახდეს და იქ ცნობილი მომღერლების კონცერტები ჩატარდეს. დოკუმენტში ასევე მითითებულია რომ , მიუხედავად შენობის გახსვისებისა, მყიდველი გამოჩნდება თუ არა მერიას შეუძლია ობიექტი გაყიდოს. აღნიშნულ საკითრხს უფრო ვრცლად ხვალ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.