შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ - პრეზენტაცია
05.03.2019
უკან დაბრუნება
პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ - პრეზენტაცია დღეს ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართა, რომლის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია. 18-თვიანი პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები. შეხვედრაზე სიგელი იმ აქტიურ წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლებიც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ შეხვედრებში პერიოდულად იყვნენ ჩართული. პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.