შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისელი მოსწავლეები თურქეთის ქალაქ რიზეში გაემგზავრებიან
05.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისელი მოსწავლეები ხვალ თურქეთის ქალაქ რიზეში გაემგზავრებიან, სადაც სპექტაკლს სახელწოდებით „გამოძიევა შეწყვეტილია“წარმოადგენენ. წარმოდგენა ოჯახურ კონფლიქტს ეხება. საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავტოქარხნიდან მერაბ კვიცარიძემ ქალაქის წარინებული მოსწავლეები თურქეთში სამ დღიანი ვიზიტით დაასაჩუქრა. სპექტაკლი „გამოძიება შეწყვეტილია“ მოსწავლეებმა თეატრალურ ფესტივალზე წარმოადგინეს, სადაც დიდი მოწონება ხვდა წილად. მერაბ კვიცარიძის თქმით რიზეში სპექტაკლის ჩვენებასთან ერთად ასევე დაგეგმილია ქართულ დიასპორასთან შეხვედრები და საჯარო ლექციები ქართულ კულტურაზე. ახალგაზრდებს დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა.