შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამხრე კამერები გადაეცა
05.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამხრე კამერები გადაეცა. ტექნიკა გრანტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის "გაეროს განვითარების პროგრამამ" შეიძინა. სამხრე კამერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გადასცეს. ტექნიკა "გაეროს განვითარების პროგრამამ" ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში შეიძინა. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელსაც ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააჩნია.