შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერის მოადგილემ მარტოხელა სტატუსის მქონე დედებს 3 მარტი მიულოცა
04.03.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოადგილემ მარტოხელა სტატუსის მქონე დედებს 3 მარტი მიულოცა. ნინო თვალთვაძემ სტუმარი ქალბატონები არაფორმალურ გარემოში მიიღო და საჩუქრები გადასცა. მერის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალებს, საჭიროებისამებრ დაეხმაროს. დედის დღე - 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.