შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა
03.03.2019
უკან დაბრუნება
სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა. მორიგი, მე-11 ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერები – “ქუთაისი” და “დინამო” შეხვდნენ. შერკინებამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა.პირველ პერიოდში შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მთლიანობაში თამაში დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. ტორპედოელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “დინამო” 15 ქულის სხვაობით – 81:66 დაამარცხეს.