შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ე.წ- საზღვრისპირა სოფლებში - პერევსა და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა
02.03.2019
უკან დაბრუნება
ე.წ- საზღვრისპირა სოფლებში - პერევსა და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. სიკეთის აქციის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში - ნინო ყამბეგაშვილმა, საჩხერის მერმა - ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - ლევანი ივანაშვილმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს. მათ ასევე აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და პროდუქტები ჩაუტანეს.