შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიაში არსამთავრობოების შეხვედრა გაიმართა
01.03.2019
უკან დაბრუნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიაში არსამთავრობოების შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში მოქმედმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გასული თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. დიალოგის ფორმატში აპოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ტრადიციაა და ყოველი თვის ბოლო კვირას იმართება.