შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა საქართველოს 2019 წლის სუპერთასის გათამაშებას უმასპინძლა
25.02.2019
უკან დაბრუნება
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა საქართველოს 2019 წლის სუპერთასის გათამაშებას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო და საქართველოს თასის გამარჯვებული - ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. მატჩი ძალზედ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა და ქუთაისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. კახა ჩხეტიანის გუნდს შეხვედრის პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მატჩის 70-ე წუთამდე ვერ შეძლეს. ტაიმის განმავლობაში გატანილი ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურის ანგარიშზე ირიცხება. აღნიშნულ მომენტში აღსანიშნავია ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემაც. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედომ პირველად სუპერთასი 2018 წელს მოიპოვა, წელს კი ტიტულის შენარჩუნება შეძლო. საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი წელს პირველად სახელობითია და ის სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.ოფიციალურად ტორპედოს 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.