შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი აკრიტიკებს
22.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი აკრიტიკებს, გიგა შუშანია რომელიც ამავდროულად საკრებულოს წვრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებს,რომ რეორგანიზაცია, პოლიტიკურ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ისახავს მიზნად.ახალი სტრუქტურის თანახმად დაგეგმილია ახალი სამსახურის და ახალი ააიპის შექმნა , რაც შტატების გაზრდას გამოიწვევს. გიგა შუშანია კულტურის სამსახურის გაუქმებას უარყოფითად აფასებს. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხელმისაწვდომი , მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნაზეა ორიენტირებული