შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მუჰამედ კეტატა სტუმრად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
21.02.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი მუჰამედ კეტატა სტუმრობდა. უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანების წევრი გახდა, რაც გაცვლით პროგრამებში ჩართულობასა და კვლევით საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ისახავს მიზნად. შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე მონაწილეობა მიიღო მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 2-მა გუნდმა.