შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია "თავისუფალი საქართველო" -ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტვას აპროტესტებენ
18.02.2019
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველო" -ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტვას აპროტესტებენ და არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათ საპროტესტო ბრიფინგი ჭავჭავაძე- ასათიანის ქუჩების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელთან გამართეს. პარტიის თანათავმჯდომარის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია, რის გამოც ხშირია საავარიო შემთხვევები და ავტოსაგზაო შემთხვევებით ადამიანები იღუპებიან. გოგი წულაია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს. მოსახლეობა არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს.