შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს
18.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მოსახლეობის ჩართულობით მოხდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია. ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ქუთაისის მერიამ მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო. ცენტრალური ბულვარის შემადგენელი ელემენტების დიზაინის შერჩევაში მოსახლეობა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას . ბულვარის შემადგენელი ელემენტების ალტერნატიული ვარიანტები, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება. შესაბამისად,სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა გამოცხადდება.