შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გრიპის სეზონი გრძელდება
13.02.2019
უკან დაბრუნება
გრიპის სეზონი გრძელდება , დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ , რომ დღეის მდგომარეობით ინციდენტობის მაჩვენებელი 186-ია, პიკური მონაცემი რომელიც 277 იყო შემცირებულია. ავადობის მომატების შემთხვევაში მზადყოფნაზე საუბრობენ და პაციენტს პირველივე სიმპტომების გამოვლენის თანავე ოჯახის ექიმთან მიმართვას ურჩევენ. მედპერსონალი მიმართვიანობის შემცირებაზე საუბრობს და აცხადებს რომ სამედიცინო დაწესებულებას პაციენტები უმეტეს წილად წითელას ვაქცინაციის გამო მიმართავენ.