შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს
08.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომდგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქართული მხარის მიერ ლოიალური პოლიტიკის ტენდენცია გრძელდება და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების შემდეგ კამპანიაში სპორტსმენები ჩაერთნენ. გია გოქაძის თქმით, რაც ხდება, არის რაგბის ფედერაციის, ქალაქის მერის და იმერეთის გენერალი გუბერნატორის დანაშაული, რადგან მისი თქმით, მათ ექნებოდათ ინფორმაცია ამის შესახებ და რეაგირება არ მოახდინეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში ქუთაისში ოთხი რუსული კლუბის ჩამოყვანაა დაგეგმილი.