შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2019 წლის 1 ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება
07.02.2019
უკან დაბრუნება
2019 წლის 1 ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება,რომლის მიხედვითაც მოქალაქეები,რომლებსაც პირად საკუთრებაში ნებისმიერი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავთ მოუწევთ დააზღვიონ. საკანონმდებლო პაკეტი რომელიც მთავრობამ მომზადა წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით ადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ქუთაისელები გამოკითხა. მოქალაქეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ავტოსატრანსპორტო სასუალებების დაზღვევა სავალდებულო ,მეორე ნაწილის აზრით კი ნებაყოფლობითი უნდა იყოს. თუმცა ორი მხარეს სადაღზვევო კომპანიათა მიმართ უნდობლობა აერთიანებს. ფასები სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით სხვადასხვანაირია. მოტოციკლისათვის 75.00 - 110.00 ლარია, მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის დასაჯდიმი ადგილების რაოდენობა 8 ას არ აღემატება– 100.00 - 150.00 ლარის ფარგლებში იმერყევებს, ხოლო ავტობუსისათვის, თანხა 160.00 - 240.00 ლარით განისაზღვრა