შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შავლეგო ტაბატაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამტრედიაში ვანსა და ბაღდათში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრნენ
07.02.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამტრედიაში ვანსა და ბაღდათში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრნენ. ,,სოფლის მხარაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატერებულ კრებებზე მოსახლეობა ირჩევს რა გაკეთდეს, რადგან გამოყოფილი თანხა სწორად იქნას ათვისებული. სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხენიშში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარეგანათება, დასასვენებელი სკვერი დამ ოსაცდელი მოწესრიგდება. ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნაშაურში მოსახლეობისთვის პრიორიტეტი სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრ ეარხების მოწყობა და საუბნო გზების რეაბილიტაციაა. ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ როხში, სადაც პრიორიტეტად განსაზღვრეს კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ,,სოფლის მხარდაჭერი სპროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა და დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.