შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შავლეგო ტაბატაძემ ,მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სამტრედიასა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები მოინახულა
06.02.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ,მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, სამტრედიასა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები მოინახულა. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული პროექტი,რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გულისხმობს,რაც მოსახლეობას მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან დაიცავს. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება,რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. შენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. აღსანისნავია,რომ პროექტი ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს. ქვეყნის მაშშტაბით 2023 წლისთვის, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლდება .ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კი ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.