შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყეს
05.02.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, საქართველოს რეგიონებში , ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყეს. გიორგი იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე რეგიონში მათ წარმომადგენელ, ნუგზარ კოხრეიძესთან ერთად, სტუდენტებს, მოსწავლეებს, სამთავრობო, არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით შეხედულების დაფიქსირება იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მსგავსი აქტივობები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.