შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-14 მემორიალური ტურნირი გაიხსნა
05.02.2019
უკან დაბრუნება
ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-14 მემორიალური ტურნირი გაიხსნა. . საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2006 წლიდან იმართება, ბოლო 4 წელია მას ქუთაისი მასპინძლობს. როგორც საკალათბურთო გუნდის ,ქუთაისი 2010ის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აცხადებს, ქუთაისელი კალათბურთლები ტურნირში წარმატებული ასპარეზობისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.რაც შეეხება მეორე ტურის რიგი 4 შეხვედრას, ის დღეს სპორტის სასახლეში გაიმართება.