შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით აშენდება
05.02.2019
უკან დაბრუნება
მოსახლეობას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში უპასუხეს, სადაც აცხადებენ, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით აშენდება. ნაგავსაყრელი, 5 გადამტვირთავ სადგურთან ერთად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 700 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. კომპანიის დირექციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელები 2023 წლისთვის დაიხურება და მათ 8 ევროპული სტანდარტების შესაბამისი,ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს.