შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისმა წარმოშობით აფხაზ მწერალ გურამ ოდიშარიას შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა
01.02.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისმა წარმოშობით აფხაზ მწერალ გურამ ოდიშარიას შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სამწერლობო ორგანიზაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ სიტყვით განონსვლელებს შორის იყვნენ მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ლანჩავა , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩაია.,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრიბის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ნანა ჩაჩუა. გურამ ოდიშარიას შემოქმედებით საღამოზე გამომსვლელებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში მწერლის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. თავად მწერალმა ომამდე და ომის შემდგომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა გაიხსენა. მისი თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზა ქუთაისზე გადის. გურამ ოდიშარია მშვიდობის მსოფლიო მფედერაციის მშვიდობის ელჩის, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატია