შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ
30.01.2019
უკან დაბრუნება
სოფელ ჭოგნარში იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ადგილზე ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, რომლის საშუალებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცა.ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყელის მშენებლობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნება და პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძეც ესწრებოდა.