შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდული ინიციატივები და იდეების გენერირება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით
29.01.2019
უკან დაბრუნება
ახალგაზრდული ინიციატივები და იდეების გენერირება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, პროექტების დაფინანსება იგეგმება. ახალგაზრდული იდეების ხორცშესხმის მიზნით, შექმნილი პროექტების წარდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომლის მაქსიმალური ღირებულება 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. კომისიის მიერ გამოვლენილი, საუკეთესო ინიციატივის ავტორი ჰონორარის სახით, დაფინანსების 10 პროცენტს მიიღებს. ქუთაისის მუნიციპალიტეტში პროექტების მიღება დღეს დაიწყო და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ქუთაისში ახალგაზრდულ ინიციატივებს უკვე მეორედ დააფინანსებენ