შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წმინდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის (IV) ხსენების დღე
28.01.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს უახლოესი მეგობრების და თანაშემწეების, წმინდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის (IV) ხსენების დღეს აღნიშნავს. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად. სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო, პეროჟავრა კი ქართლის ერისთავის მეუღლე. ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა. ბოდბეში წმინდა ნინოს დასნეულების შემდეგ, წმიდა სალომე უჯრმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ქართველთა განმანათლებლის წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს ცხოვრება ჩაიწერეს. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა შესრულდა.