შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში,საზოგადოებრივი საპირფარეშოს დახურვა გააპროტესტა
25.01.2019
უკან დაბრუნება
პარტია თავისუფალი საქართველოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში,საზოგადოებრივი საპირფარეშოს დახურვა გააპროტესტა.წულაიამ ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში არსებული სხვა საპირფარეშოების მოწესრიგებისკენაც მოუწოდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განგვიმარტეს, რომ საზოგადოებრივი ინიციატივების ფარგლებში გაიმარჯვა პროექტმა,რომლის მიხედვითაც ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა საპირფარეშოს რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება.