შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდა
25.01.2019
უკან დაბრუნება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდა, დღეისათვის ბაგა-ბაღებში სულ 2000-ზე მეტი ბავშვი დადის. მართალია მცირედით, თუმცა აღსაზრდელთა გამოცხადების რაოდენობა მზარდია. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მკაცრად იცავენ წესებს, რომ დაავადებული ბავშვების მიერ, ჯანმრთელი ბავშვების დაინფიცირება არ მოხდეს.