შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, შესაძლოა, მშენებლის დღე დაწესდეს
29.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში, შესაძლოა, მშენებლის დღე დაწესდეს. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა მშენებლებთან შეხვედრისას განაცხადა. სამშენებლო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, შოთა მურღულია ქუთაისში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა სამშენებლო გარემოს შესახებაც ისაუბრა, მისი განცხადებით, წელს ქუთაისში მშენებლობის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.თავის მხრივ, მშენებლებმა მურღულიას საქმიანობას წარმატებული უწოდეს.